იმერეთში გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელიც არსებული ცნობებით, 11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი 23.08.2026 14:37

 

იმერეთში 67 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი 11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი.

გავრცელებული ცნობით, კაცი არასრულწლოვანს ურეკავდა, რის შესახებაც ბავშვმა მშობლებს შეატყობინა და მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდეს.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ