Warning: Undefined array key 3 in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 47

Warning: Undefined array key "png_img" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 93

Warning: Undefined array key "allow_comments" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 95

Warning: Undefined array key "stream" in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 96
Geotimes - სიახლეები
სამართალდამცველებმა 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს 25.08.2026 12:34

 

სამართალდამცველებმა 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკების უკანონოდ ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ, კომპლექსურად ჩატარებული მორიგი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქალაქ რუსთავში, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე.

ბრალდებულების ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 33 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი", ე.წ. ჰაშიში, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი დაკავებულ პირებს, ამავე ბინაში ავტომანქანის საბურავებში ჰქონდათ გადამალული.

სამართალდამცველების მიერ რუსთავში, ბრალდებულების კიდევ ერთი საცხოვრებელი ბინიდან და სასტუმროს ნომრიდან, ასევე ამოღებულია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი", „ჰეროინი" და „მეთადონი".

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ნარკოტიკის რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად დანაშაულებრივი განზრახვა ვერ განახორციელეს.

გარდა აღნიშნული პირებისა, გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა კიდევ 24 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 15 პირია.

აღნიშნული პირები ნარკოდანაშაულებრივ სქემებში სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართულები, მათ შორის, იყენებდნენ როგორც ინტერნეტაპლიკაციებს, ასევე, ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდსა და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების ხერხს.

სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ფული.

ასევე, ამოღებულია, სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო კულტივირება ხდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19 - 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს", - განაცხადა დავით კიკნაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

Warning: Undefined variable $popular_news in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/skins/news_popular.php on line 34

Warning: foreach() argument must be of type array|object, null given in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/skins/news_popular.php on line 34

Warning: Undefined variable $video_news in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/skins/news_popular.php on line 55

Warning: foreach() argument must be of type array|object, null given in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/skins/news_popular.php on line 55

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ