ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ირლანდიამ საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა 21.09.2026 21:20

 

ირლანდიამ საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა, - ინფორმაციას ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტროს ცნობით, საქართველოში დეპორტირებულებს შორის 33 მამაკაცია და 7 ქალი, ასევე ერთი ოჯახი 3 ბავშვით.

ირლანდიის პოლიციაში აღნიშნეს, რომ დეპორტირებულთაგან 4 მამაკაცი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის იყო გასამართლებული.

„მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრობს და ირლანდიის საზოგადოებაში დადებითი წვლილი შეაქვს", - განაცხადა ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრმა, ჯიმ ო'კალაჰანმა.

დუბლინის აეროპორტიდან თბილისში ფრენა კვირას, 20 სექტემბერს განხორციელდა.

ირლანდიის მთავრობის განცხადებით, თვითმფრინავის დაქირავებისა და ფრენის ღირებულებამ 225 575 ევრო შეადგინა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ