ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
არაერთმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მოგვმართავს, ყველა განცხადებას განვიხილავთ აუცილებლად - პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე 05.10.2026 18:20

 

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება ითხოვეს. ეს მოთხოვნა მათ სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე დააყენეს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ზოდელავამ და ბერიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე კი საზოგადოებას ეცნობება.

პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განმარტა, რომ არაერთმა პირმა მიმართა მათ შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მათ მიმართავს, ყველა განცხადებას აუცილებლად განიხილავენ.

"სასამართლო პროცესზე გაჟღერებული იქნა, რომ ზოგიერთ ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, ზოგიერთ მათგანთან უშუალოდ დასრულებულიც კი არის და რამდენიმე ტექნიკური დეტალია დასაზუსტებელი, მოლაპარაკების პროცესზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან კონფიდენციალურია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე მათგანს მომართული აქვს, განვიხილეთ, ზოგიერთ მათგანთან დეტალებია დასაზუსტებელი, ზოგიერთთან ისევ განხილვის ეტაპზე ვართ. არაერთმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მოგვმართავს, ყველა განცხადებას განვიხილავთ აუცილებლად", - განაცხადა პროკურორმა როინ ხინთიბაძემ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ