ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
თბილისში ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს 20.10.2026 10:16

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მეორე ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

 

 

ასევე დაგაინტერესებთ