ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ხუთი ოპოზიციური პარტიის გაუქმების სარჩელის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს 20.10.2026 10:35

 

21, 22 და 23 ოქტომბერს ჩანიშნულ განხილვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

"კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ნათლად დასტურდება სარჩელში მითითებული ხუთი პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში უკვე გამოიხატა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სარჩელით წარმოდგენილი სათანადო ფაქტები და არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ საფუძველს, რის გამოც საქართველოს პარლამენტის წევრები - მოითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს მოპასუხე პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და აკრძალოს ისინი", - აღნიშნულია განცხადებაში.

ხვალიდან საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ