სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
საქართველოს მოქალაქე მწყემსს დავით გარეჯის მონასტერთან, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ცხვრები გაექცა, რა დროსაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მას ცეცხლი გაუხსნეს 10.12.2019 22:45

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მწყემსს, საქართველოს მოქალაქეს, დავით გარეჯის მონასტერთან, ნეიტრალურ ტერიტორიაზე ცხვრები გაექცა, რა დროსაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. არსებობს ასევე ვერსია, რომ ისინი ძაღლს უმიზნებდნენ და საქართველოს მოქალაქეს ნასროლი ტყვია შემთხვევით მოხვდა. აზერბაიჯანლემა მესაზღვრეებმა დაჭრილი თვითონვე წაიყვანეს განჯის საავადმყოფიში და ის დღემდე მკურნალობას გადის. 

 

ორივე მხარის სამართალდამცველები არიან ჩართულნი და მომხდარ ინციდენტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ, თუმცა რა მუხლითაა დაწყებული გამოძიება, ამ დროისთვის უცნობია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ