პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
„დილით როცა მივედით სკოლაში, დაგვხვდა ეს წარწერები კამერებზე, კედლებზე, დაფებზე, საკლასო ოთახებში და აჭრელებული იყო ყველაფერი ამ წითელი წარწერებით“ 18.12.2019 20:47

დილით როცა მივედით სკოლაში დაგვხვდა ეს წარწერები გაკეთებული კამერებზე, კედლებზე, დაფებზე, საკლასო ოთახებში და აჭრელებული იყო ყველაფერი ამ წითელი წარწერებით , - ამის შესახებ "მწვანე სკოლის" პედაგოგმა ელისო ნიჟარაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა. მისივე თქმით, სკოლა კამერების მიხედვით შეეცადა ფაქტში მონაწილე პირის დადგენას, თუმცა ვერ შეძლო იდენტიფიცირება. "ბავშვები იყვნენ შეშფოთებულები და შეძრწუნებულები. შემდეგ კამერების მიხედვით შეეცადა სკოლა რომ დაედგინა, ვინ შეიძლება ყოფილიყო. ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება. მერე მე გაკვეთილებზე ავედი და როცა მოვიკითხე ეს ამბავი , მერე უკვე გამომძიებლები მოსულები იყვნენ სკოლაში,"- განაცხადა მან. როგორც ელისო ნიჟარაძემ განაცხადა, მან არ იცის რა საკითხზე დაიბარეს.

 

"სკოლაში ორი სექტორია და ლუკა სირაძეს ჩემს სექტორთან შეხება არ ჰქონია. სახეზეც არ ვიცნობ ბავშვს. მშობელმა გადაიყვანა, როგორც ვიცი განცხადების საფუძველზე", - განაცხადა ელისო ნიჟარაძემ. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში უკვე გამოიკითხნენ „მწვანე სკოლის“ დირექტორის მოადგილე და დაცვის სამსახურის თანამშრომელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ