პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ბათუმში პატრულის თანამშრომელი ცივი იარაღით ყელში დაჭრეს 18.12.2019 23:06

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციელი დაჭრეს. ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია. ცენტრალურ ქუჩაზე მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი. თვითმხილველების ცნობით, დაჭრილია პატრულის თანამშრომელი, რომელმაც ქუჩაზე ერთ-ერთი ავტომობილი გააჩერა. ავტომობილის მძღოლმა ის ცივი იარაღით ყელში დაჭრა. შს სამინისტროს თანამშრომლები და უწყების პრესსამსახური მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ