19.12.2019 15:53
აეროპორტის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მანქანა და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა რამდენიმე დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
12 დაშავებული მოქალაქე სხვადასხვა სავადმყოფოშია გადაყვანილი. უფრო კონკრეტულად, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა: „ინგოროყვას კლინიკაში“, „ნიუ ჰოსპიტალში“, „ამტელ ჰოსპიტალში“ „რეფერალურ საავადმყოფოში“ და „ოპტიმალს მედიში“.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge