19.12.2019 20:19
ბათუმში საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის დაჭრაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს,- ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებულის ძმის დაკავება შემთხვევის ადგილზე მოხდა. გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ მოქალაქემ საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა და მოულოდნელად დაჭრა. ბრალდებული დაკავებულია.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge