Warning: file_get_contents(): SSL: Connection reset by peer in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 126

Warning: file_get_contents(https://nbg.gov.ge/gw/api/ct/monetarypolicy/currencies/ka/json?date=2026-07-02): Failed to open stream: HTTP request failed! in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 126

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: foreach() argument must be of type array|object, null given in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: Undefined variable $usd in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 140

Warning: Undefined variable $eur in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 141
Geotimes - სიახლეები
"ტანკების საკითხი აქტუალური და ძალიან მგრძნობიარეა"- ვოლოდიმირ ზელენსკი 19.01.2023 19:40

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მისმა პარტნიორებმა ტანკები მიაწოდონ.

 

ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ტანკების საკითხი აქტუალური და ძალიან მგრძნობიარე რჩება. ის დამოკიდებულია ბევრ მიზეზზე და სამწუხაროდ, დამოკიდებული არ არის უკრაინის სურვილზე. რუსეთის ფედერაციის ათასობით ტანკის წინააღმდეგ ჩვენი სამხედროების სიმამაცე და უკრაინელი ხალხის მოტივაცია საკმარისი არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკრაინას სჭირდება შესაბამისი იარაღი - პრეზიდენტის თქმით, მას უნდა ჰქონდეს ან დიდი რაოდენობით საარტილერიო სისტემა ან ადეკვატური რაოდენობის ტანკები.

 

„პოლონეთი მზად არის, ასევე ფინეთი, პორტუგალია, ესპანეთი და კიდევ საკმარისი რაოდენობა ქვეყნებისა, რომ უკრაინა ტანკებით უზრუნველყონ. ისინი მზად იყვნენ ეს აქამდეც გაეკეთებინათ. ჩვენ ყველა ველით იმ ქვეყნის ნებართვას, რომელსაც აქვს ამა თუ იმ შესაბამის ლიცენზიებზე უფლება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ უკრაინას არა მხოლოდ პარტნიორების დახმარების იმედი აქვს, არამედ მუშაობს საკუთარი იარაღის წარმოებაზე.

 

მისივე თქმით, უკრაინისთვის საკმარისი არ არის ის იარაღი, რომლებსაც მას პარტნიორები აწვდიან, რადგან ზელენსკის თქმით, იარაღის მიწოდების სიჩქარეზე დამოკიდებულია ადამიანთა სიცოცხლე.

„საკმარისია თუ არა ის რასაც გვაძლევენ ? არა, არ არის საკმარისი. არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ. სისწრაფე და დრო მნიშვნელოვანია. ყოველი წუთი - ადამიანია. რაც უფრო სწრაფად შევძლებთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას, მით რაც უფრო სწრაფად შევძლებთ, ვიყოთ უფრო ძლიერები, მით მეტ მოქალაქეს შევინარჩუნებთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ