01.02.2023 00:10
უკრაინის არმიამ ყველა სახის იარაღი უნდა მიიღოს, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და აღსადგენად, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
კულებას თქმით, უკრაინას სჭირდება გამანადგურებლები და შორი მანძილის რაკეტები არა ესკალაციისთვის, არამედ იმისათვის, რომ თავი დაიცვას.
„ჩვენმა პარტნიორებმა იციან რა ტიპის იარაღი გვჭირდება - უპირველეს ყოვლისა, გამანადგურებლები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები. ეს არ არის ესკალაციის იარაღი, არამედ თავდაცვისა და შეკავების იარაღი აგრესორის წინააღმდეგ.
ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყველა ამ გადაწყვეტის გასახსნელად. მე დავავალე ყველა ჩვენს დიპლომატს მთავარ დედაქალაქებში, რომ ეს პრიორიტეტად აქციონ“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ავტორ(ებ)ი :