Warning: file_get_contents(): SSL: Connection reset by peer in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 126

Warning: file_get_contents(https://nbg.gov.ge/gw/api/ct/monetarypolicy/currencies/ka/json?date=2026-07-02): Failed to open stream: HTTP request failed! in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 126

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: foreach() argument must be of type array|object, null given in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: Undefined variable $usd in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 140

Warning: Undefined variable $eur in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 141
Geotimes - სიახლეები
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 132-ე შეხვედრა გაიმართა 14.05.2026 23:50

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 132-ე შეხვედრა გაიმართა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.

 

„სუს-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, მკაცრად მოითხოვეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების მიმართ სამართლის აღსრულება.

 

მკაცრად იქნა მოთხოვნილი უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

 

კიდევ ერთხელ, მკაცრად იქნა დაგმობილი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის სახიფათო პრაქტიკა.

 

ასევე ხაზი გაესვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ტენდენციას და მკაცრად იქნა მოთხოვნილი აღნიშნული დესტრუქციული პრაქტიკის მსხვერპლ პირთა შელახული უფლებების აღდგენა.

 

განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს ასევე წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის საკითხი. გაიმართა ვრცელი დისკუსია ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე გადაადგილების რეჟიმთან დაკავშირებით.

 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრები 2026 წლის 23 ივლისს და 8 სექტემბერს ჩაინიშნა",- აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ