28.07.2026 23:00
საქართველოში 29 ივლისიდან 5 აგვისტომდე უმეტეს რეგიონში კვლავ ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ქვეყნის დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ძირითადად +35...+38 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო ცალკეულ ადგილებში შესაძლოა +39 გრადუსამდეც მოიმატოს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, თბილისში ამ პერიოდის განმავლობაში მზიანი და ცხელი ამინდი შენარჩუნდება. დღის მაქსიმალური ტემპერატურა ძირითადად +35...+37 გრადუსიიქნება, ღამით კი +20...+23 გრადუსამდე დაიკლებს. ქარი უმეტესად ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან დაუბერავს.
მთიან და მაღალმთიან რეგიონებში დღის მეორე ნახევარში ადგილ-ადგილ შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, თუმცა ხანგრძლივი ნალექი მოსალოდნელი არ არის. სანაპირო ზოლში კი მაღალი ტემპერატურის ფონზე პერიოდულად ქარის გაძლიერებაა შესაძლებელი.
ავტორ(ებ)ი :