17.08.2026 17:41
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში. ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი პირი კი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ოთხ ქვეითს ერთდროულად შეეჯახა.შედეგად, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო სამმა მამაკაცმა, ერთი კი ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავებულები წნორის „არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანეს. კ
ლინიკის მენეჯერის, ოთარ რუაძის ინფორმაციით, ერთი მათგანი თბილისში აგრძელებს მკურნალობას, მეორე პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, ხოლო კიდევ ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის მალევე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორ(ებ)ი :