კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის პატრონაჟით, თბილისობის ფარგლებში, ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს 03.10.2026 13:58

პირველმა ლედიმ ორბელიანების სასახლის მიმდებარედ წარმოდგენილი საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, გაეცნო ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილ პროდუქციას და მათ საქმიანობას.

 

გამოფენა-გაყიდვა მიზნად ისახავს ქართული წარმოების მხარდაჭერასა და ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას. თბილისობის ფარგლებში გამართული ღონისძიება ქართული მეწარმეობის მრავალფეროვნებას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. გამოფენაში 70-ზე მეტი ქართველი მეწარმეა ჩართული.

 

მონაწილეები მადლობას უხდიან თამარ ბაგრატიონს, ქართული საქმისა და ქართველი მეწარმეების მიმართ გამოჩენილი მუდმივი მხარდაჭერისთვის.

 

ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა 3 და 4 ოქტომბერს, ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ