შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
აშშ-ის საელჩო საქართველოში: ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის "მამისონის" გახსნას დაესწრო 16.10.2026 17:40

აშშ-ის საელჩო საქართველოში ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის „მამისონის" გახსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

დიპლომატიური მისიის განცხადებით, აღნიშნული სასაზღვრო სექტორი აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით აშენდა.

„შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის „მამისონის" გახსნას დაესწრო, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით აშენდა. ახალი სექტორი რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ