ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის საგნის გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო 20.10.2026 12:22

 

2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდშიორგანიზებულ საგნის გამოცდაზე მასწავლებლებსრეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე online.naec.ge - 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ. 

დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის აქვს გამოცდაში მონაწილეობის უფლება, გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდებისეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge  

https://naec.ge/#/ge/post/3743

მასწავლებლის საგნის გამოცდისათვისრეგისტრაციის დაწყებამდე აუცილებელია გამოცდისსაფასურის  (50 ლარი) გადახდა. 
დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების თარიღისა და განრიგის შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, გაეცნონ გამოცდაში მონაწილეობის პირობებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ.

"მასწავლებლის საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია შესაძლებელია დღეიდან 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე ვებგვერდის მეშვეობით online.naec.ge. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის აქვს ზამთრის გამოცდებში რეგისტრაციის უფლება, განთავსებული არის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც დაინტერესებულ პირებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას და დამატებით პირობებს. განრიგის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება რეგისტრაციისა და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ და ასევე ხელმისაწვდომი იქნება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე." - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ მემანიშვილი. 

დეტალურად: naec.ge

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ