ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ყავარჯენი ესროლეს, რომელიც ერთ-ერთ პოლიციელს მოხვდა 03.12.2019 20:12

ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ყავარჯენი ესროლეს. დაზიანებულია ოფისის კარი. როგორც „ინტერპრენიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სავარაუდოდ, ყავარჯენი მოხვდა ერთ-ერთ პოლიციელს, რომელის ოფისის შესასვლელთან იდგა. ამის შემდეგ პოლიციამ აქციის მონაწილეებს უკან დაახევინა. მანამდე აქციის მონაწილეებმა ოფისის წინ ცოცხები და ყავარჯნები დააწყვეს. „ზუგდიდი არ დაუშვებს არასდროს სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებას. აღარ გვინდა ძალადობა. არ არის ცოცხებისა და ძალადობის დრო. ვიღაც-ვიღაცების სკამის გულისთვის ნუ გადავჭამთ ერთმანეთს. ცოცხებითა და ძალადობით ქვეყანა ვერ აშენდება,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ