შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
რა ნივთიერება გაუშვეს სხდომათა დარბაზში? - ადგილზე შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ 12.12.2019 16:01

პარლამენტის სხდომათა დარბაზში შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სწორედ ექსპერტ-კრიმინასტები დაადგენენ თუ რა ნივთიერება დაასხეს სხდომათა დარბაზში.

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა და დაასხა, რის გამოც, დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს.

 

ამასთან, პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის და ექიმების დახმარებით რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ. ერთ-ერთ მათგანს სპეციალური სასუნთქი აპარატის გამოყენება დასჭირდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ