ფაქტის ამსახველ ფოტო მასალას სოციალურ ქსელში ოთარ ჩრდილელი ავრცელებს.
"საქართველოს პარლამენტში! არიან დაზარალებულები, როგორც დეპუტატებს ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის!!! ამჟამად შენობაში-სასწრაფო დახმარების რამოდენიმე ბრიგადა მუშაობს"
აღნიშნულის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში კონკრეტული ნივთიერება დაასხა.
კობახიძემ ტექნიკური შესვენების გამოცხადება მოითხოვა.






