12.12.2019 23:44
სურსათის უვნებლობის ექსპერტი გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება დღეს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს და წერს:
„თუ ეს იყო "ACD ფრაქცია 2" ის გახლავთ ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი! უმეტეს ქვეყნებში აკრძალული, რეგისტრაციისთვის არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო. პრეპარატი თავის დროზე შემუშავებულია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, ომის დროს მათი სამხედროებისათვის, მისი ეფექტი უნდა ყოფილიყო, ზედმეტად სწრაფი რეგენერაცია, შოკის გაძლიერება იმ დონემდე, რომ ადამიანს დაეკარგა ტკივილის შეგრძნება, გამოირჩევა ჰიპერ ალერგიულობით, მძაფრი სუნით და დღემდე დაუდგენელი ეთერზეთოვანი მინარევებით. შემდგომში (წელი არ მახსოვს) ეს პრეპარატი გაასაღეს როგორც მსხვილფეხა პირუტყვის სწრაფი ზრდის დანამატად. ასევე, ექიმბაშები იყენებენ მას როგორც ანტისიმსივნურ პრეპარატად და ისინიც კი, იციან რა მისი ჰიპერალერგიულობა და ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიური ზეგავლენა, რეკომენდაციას უწევენ არაუმეტეს ერთ წვეთს კვირაში ერთხელ! ამას ვწერ როგორც ყოფილი თანამშრომელი და ერთ-ერთი შემქმნელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული, ვეტპრეპარატების რეგისტაციის სამართველოსი! და პასუხს ვაგებ თითოეულ აქ მოყვანილ ფაქტზე! დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ადამიანის ექიმებს და ჰკითხოთ "ACD" - ს გვერდით მოვლენებზე და ჰიპერალერგიულობაზე! არის თუ არა ეს დანაშაული, რომელიც წვიმასავით მოასხეს პარლამენტში?!“
მოგვიანებით, გიორგი ჩიკვაიძემ ამავე თემაზე მეორე პოსტიც გაავრცელა:
„მოკლედ, სანამ მაქარა, დიღმელა და მათნაირები კომპეტენციას დამიწუნებენ, გეტყვით, რომ პროფესიით ვარ ვეტერინარი, შემგომში ვეტერინარი ინსპექტორი და სურსათის უვნებლობის ექსპერტი. ვეტ პრეპარატების რეგისტრაციის სამართველოს ერთ-ერთი შემქმნელი (რაც თავის დროზე გამოეყო წამლის რეგისტრაციის სამართველოს და გადაეცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს). ეს საქმე ყველაზე მეტად მიყვარდა და წარმატებით ვუძღვებოდი კიდეც, სანამ მაშინდელმა რეჟიმმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, კორუმპირებულმა ბაკურ კვეზერელმა და ყოვლად გაუნათლებელმა მაია მეტრეველმა (სურსათის ეროვნული სააგენტოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა) არ გამომიშვეს სამსახურისდან (ეს კიდევ იოლად ავღწერ სიტუაციას) მხოლოდ იმიტომ, რომ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას არ დავეთანხმე და გავაპროტესტე! ესე აღმოვჩნდი იმ დიდ ბიზნესში, სადაც დღეს ვარ ) რისი თქმა მინდა ამ ყველაფრით, რაც დღეს ჩაიდინეს პარლამენტში "ACD F2"-ის გამოყენებით, ჩემზე უკეთ არავინ იცის, ეს რას ნიშნავს და არის დანაშაული. საერთაშორისო საკანონმდებლო დონეზე ვერკვევი ამ ყველაფერში და ამას ვაკეთებდი მაშინ, როცა დღეს მოღლიცინეები "Dendy"-თი თამაშობდნენ. ხვალ დეტალურად მივცემ ინტერვიუს, თუ რას ნიშნავს ეს პრეპარატი და რა გართულებებს იწვევს ადამიანებში! რადგან ჯერ კიდევ 2010 წელს არაერთხელ ეთქვა უარი ამ პრეპარატს რეგისტრაციაზე, საერთაშორისო კანონმდებლობის გათვალისწინებით!“, წერს ჩიკვაიძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge