Warning: file_get_contents(): SSL: Connection reset by peer in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 126

Warning: file_get_contents(https://nbg.gov.ge/gw/api/ct/monetarypolicy/currencies/ka/json?date=2026-07-02): Failed to open stream: HTTP request failed! in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 126

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: foreach() argument must be of type array|object, null given in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: Undefined variable $usd in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 140

Warning: Undefined variable $eur in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 141
Geotimes - სიახლეები
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 29.04.2026 13:26

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთის გულშემატკივრებს ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2029-ის საქართველოში ჩატარება მიულოცა.

 

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ქვეყანას მსგავსი დონის ტურნირის მასპინძლობა უწევს, უდიდესი პასუხისმგებლობაა.

 

„გილოცავთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, ფიფა-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს უმასპინძლებს. ჩვენთან ერთად მასპინძელი ქვეყანა სომხეთი იქნება. მსოფლიო დონის მსგავსი ტურნირის მასპინძლობა უდიდეს პატივთან ერთად არის დიდი პასუხისმგებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, ფიფა-ს მხარდაჭერისთვის. ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება უდიდეს ძალისხმევას წევს სპორტის მიმართულებით, მათ შორის ფეხბურთის განვითარებისთვის, ახალი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ქალაქებსა და რაიონებში.

 

თბილისში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ჩვენც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. შეიქმნა ახალი საფეხბურთო სკოლები, რაც აუცილებელია ჩვენი პატარებისთვის. სამომავლოდაც ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ და ბევრი მსგავსი სპორტული კომპლექსი შეიქმნას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ფეხბურთის გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ