Warning: file_get_contents(): SSL: Connection reset by peer in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 126

Warning: file_get_contents(https://nbg.gov.ge/gw/api/ct/monetarypolicy/currencies/ka/json?date=2026-07-02): Failed to open stream: HTTP request failed! in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 126

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: foreach() argument must be of type array|object, null given in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: Undefined variable $usd in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 140

Warning: Undefined variable $eur in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 141
Geotimes - სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი - გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო არა მხოლოდ გუნდის ლიდერი მოედანზე, არამედ ღირსების მაგალითი, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში 03.06.2026 09:48

გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო არა მხოლოდ გუნდის ლიდერი მოედანზე, არამედ ღირსების, პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი, რამაც არაერთი თაობის გულში დატოვა წარუშლელი კვალი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, გურამ კაშიას სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

„დღეს საქართველოსა და რუმინეთის ამხანაგურ მატჩში განსაკუთრებული ემოციებით გავაცილეთ ჩვენი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი და კაპიტანი გურამ კაშია.

წლების განმავლობაში ის იყო არა მხოლოდ გუნდის ლიდერი მოედანზე, არამედ ღირსების, პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი, რამაც არაერთი თაობის გულში დატოვა წარუშლელი კვალი.

გურამმა ჩვენ ყველას გვაჩუქა დაუვიწყარი ემოციები და მნიშვნელოვანი გამარჯვებები, რისთვისაც მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

მადლობა ყველაფრისთვის, კაპიტანო. მადლობა იმ წლებისთვის, როდესაც მთელი გულით ემსახურებოდი საქართველოს.
გისურვებ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. შენი ადგილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უკვე გამორჩეული და საპატიოა!

ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა შვილებთან, პრემიერ მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერ, კახი კალაძესთან ერთად მადლობა გადამეხადა გურამისთვის ქართული ფეხბურთში გაწეული ღვაწლისთვის.

ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, რომ ამ გამორჩეულ დღეს მივულოცე ჩემპიონთა ლიგის ტიტული და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელობა, ჩვენი ნაკრების ახალ კაპიტანს, ხვიჩა კვარაცხელიას", - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. აღნიშნული შეხვედრა ეროვნულ გუნდში ბოლო იყო გუნდის კაპიტნისთვის, გურამ კაშიასთვის. მან ნაკრების მაისურით 129 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა. გუნდის ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ