სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
"როგორც ცვლის ხელოვნური ინტელექტი "თეთრსაყელოიანთა" შრომის ბაზარს"-Les Echos 24.11.2026 01:38

„ხელოვნური ინტელექტი უკვე სერიოზულ გავლენას ახდენს დასავლეთის შრომის ბაზრებზე", - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ექოს" (Les Echos) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „როგორც ცვლის ხელოვნური ინტელექტი „თეთრსაყელოიანთა" შრომის ბაზარს" (ავტორი - გიიომ დე კალინონი).

„გამოკვლევების თანახმად, ოფისებში, მმართველობის სტრუქტურებში, ანალიტიკასა და მომსახურების სფეროში დასაქმებული პირების - ანუ ე.წ. „თეთრსაყელოიანების" - დასაქმება-დაქირავება შესამჩნევად მცირდება, ხოლო უკვე დასაქმებულ სპეციალისტთა  ეფექტურობა, პირიქით, მატულობს. ცვლილებები შეეხო მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებსაც", - აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:

იმ პროფესიებში, რომლებზეც გავლენას ხელოვნური ინტელექტი (AI) ახდენს,  აშშ-სა და საფრანგეთში დასაქმება შენელდება. ინტერნეტში „ჩატჯიპიტის" (ChatGPT) გამოჩენის შემდეგ, ბუღალტერიისა და ადამიანური რესურსების სფეროში ვაკანსიები მცირდება, ხოლო მათი პროდუქტიულობა, რომლებიც უკვე დასაქმებულები არიან, პირიქით, იზრდება.

ხელოვნურ ინტელექტს უკვე აქვს შესამჩნევი და გაზომვადი გავლენა შრომის ბაზარზე. ეს ეხება არა მხოლოდ აშშ-ს, რომელიც AI-ის  დანერგვაში ლიდერია, არამედ ევროპასაც, სადაც დანერგვა გარკვეულწილად ნელა მიმდინარეობს და საფრანგეთსაც. ეს არის Coface-ის კვლევის დასკვნა, რომელიც ორი ეკონომისტის - ორელიენ დიუტუას და აქსელ არსიეს, კვლევითი პროექტის „გაქრობისა და ახალი პროფესიების გაჩენის ობსერვატორიის" თანადამფუძნებლის მიერ არის ჩატარებული.

ისინი აჩვენებენ, რომ „თეთრსაყელოიანი" თანამშრომლების დასაქმება აშკარად შენელდა ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს მას შემდეგ, რაც 2022 წლის შემოდგომაზე ინტერნეტში კომპანია OpenAI-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი გამოჩნდა. ამ სიახლით არა მხოლოდ ახალგაზრდა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ზარალდებიან (მათი დასაქმება რთულდება), არამედ ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს ისეთ სამუშაო ადგილებზეც, სადაც რამდენიმეწლიანი გამოცდილების ქონაა საჭირო. მათი რაოდენობა თანდათან მცირდება და უკვე გრძელვადიან ტენდენციაზე დაბალია.

პროდუქტიულობის ზრდა

დასაქმების დონე მცირდება, მაგრამ უკვე დასაქმებულთა შრომის ნაყოფიერება (პროდუქტიულობა) მატულობს. მაგალითად, აშშ-ში „თეთრსაყელოიანი" თანამშრომლების პროდუქტიულობა ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის აჩქარებული.

 ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მეტი გავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი ისეთი სფეროები, როგორებიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, მასმედია, საბანკო და სადაზღვევო დარგები, კონსულტაცია, სამართალი, ინჟინერია, კვლევა-განვითარება და ბუღალტერია.

თუ 2010 წლიდან 2019 წლამდე აღნიშნული სფეროების პროდუქტიულობა წელიწადში 1.5%-ით იზრდებოდა, 2022 წლის შემოდგომიდან შრომის ნაყოფიერება 5%-ზე მეტით გაიზარდა. იმავდროულად, ჩამოთვლილ დარგებში შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება - დასაქმების დონე ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ოთხი წლის წინ.

„შეერთებულ შტატებს დაახლოებით სამი მილიონი ასეთი სამუშაო ადგილი აკლია იმასთან შედარებით, რაც ხელოვნური ინტელექტის გარეშე იქნებოდა - მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ეკონომიკა 2022 წლიდან აღმავლობის გზაზეა", - განმარტავს ორელიენ დუტუა.

ამასთან, შეინიშნება საკმაოდ ნეგატიური ტენდენცია - ამ პროფესიებში ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა ცოტაა, მაგრამ ასევე მცირეა სამუშაო ადგილების შემცირებაც: „აშშ-ში „თეთრსაყელოიან" სამუშაოებზე სპეციალისტებს ისე ასაქმებენ, თითქოს ქვეყანა რეცესიაშია და ათავისუფლებენ ისე, თითქოს ქვეყანა ეკონომიკურ ბუმშია", - ასკვნის ეკონომისტი.

ChatGPT-ისა და ყველაზე ძლიერი ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოჩენა არ ადასტურებს, რომ დამნაშავე სწორედ ეს ტექნოლოგიაა შრომის ბაზრის ნელ მუშაობაში, მაგრამ, სულ მცირე, ეს შეშფოთებას იწვევს.

„ხელოვნური ინტელექტით სარგებლობის გამოცდილება იმ ინდუსტრიებში, სადაც ის ყველაზე აქტიურად გამოიყენება, შესაძლოა არ იყოს საკმარისი მასობრივი გათავისუფლების ტალღების გამოსაწვევად. ამიტომ, კომპანიები ადაპტირდებიან დაქირავების შეზღუდვით", - ვარაუდობს ორელიენ დუტუა, - „ან ისინი ელოდებიან, რომ მომავალში მომხმარებლების მომსახურებას საერთოდ პერსონალის გარეშეც შეძლებენ".

ვაკანსიების შემცირება საფრანგეთში

ხელოვნური ინტელექტი ასევე ცვლის შრომის ბაზარს ატლანტიკის ოკეანის ევროპულ ნაპირებზეც. ეკონომისტები ადარებენ ერთსა და იმავე ინდუსტრიის ორ პროფესიას: პირველში, დავალებების დაახლოებით 10%-ის შესრულება ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, ხოლო მეორეში ის უცვლელია.

იმ პროფესიებში, რომლებზეც ChatGPT-ი ახდენს, ვაკანსიების რაოდენობა 2022 წლის ნოემბრიდან 12%-ით ნაკლებია, ვიდრე იმ პროფესიაში, რომელზეც ხელოვნური ინტელექტი არ მოქმედებს, თუმცა ბოლო დრომდე დინამიკა მსგავსი იყო.

„ვაკანსიების რაოდენობის თვალსაზრისით უფსკრულია შექმნილი იმ პროფესიებს შორის, რომლებიც უფრო მგრძნობიარენი არიან ხელოვნური ინტელექტის გავლენის მიმართ და იმ პროფესიებს შორის, რომლებიც მგრძნობიერები არ არიან", - აჯამებს აქსელ არკიერი. მაგალითად, საავტომობილო ინდუსტრიაში, ChatGPT-ის გაშვების შემდეგ, სერვისის ტექნიკოსების ვაკანსიების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, ხოლო ბუღალტრების - მხოლოდ 5%-ით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: „ხელოვნური ინტელექტი შრომის ბაზარზე მხოლოდ ახალბედებისთვის კი არ არის საზიანო, არამედ, როგორც ჩანს, ის ნეგატიურ გავლენას ახდენს იმ პროფესიებისთვისაც, რომლებიც მეტ გამოცდილებას მოითხოვს", - განმარტავს აქსელ არკიე.

შესამჩნევი ეფექტი

საფრანგეთში ასევე მცირდება ის ვაკანსიები, რომლებიც ოთხ ან მეტ წლიან გამოცდილებას ითხოვენ, თუ მათი ზოგიერთი დავალების შესრულება ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია. 2022 წლიდან მათი რაოდენობა 16%-ით შემცირდა იმასთან შედარებით, რაც ChatGPT-ის გარეშე იქნებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებული სიტუაცია არ შეესაბამება იმ აზრს, რომ დასაქმების შენელება მხოლოდ მინიმალური გამოცდილების მოთხოვნის მქონე პოზიციებზე მოქმედებს.

იგივე მდგომარეობა აშკარად ჩანს სხვა სექტორებშიც: საინფორმაციო ტექნოლოგიებში (IT), საკადრო რესურსებისა (HR) და პერსონალის მართვაში, ბუღალტერიაში, საბანკო და სადაზღვევო სფეროებში 2022 წლიდან ვაკანსიები თითქმის 30%-ით ნაკლებია, ვიდრე მოსალოდნელია ინდუსტრიის ტენდენციების მიხედვით. ამის საპირისპიროდ, სამრეწველო წარმოებასთან დაკავშირებულ პროფესიებს 12%-ით მეტი ვაკანსია აქვთ, ვიდრე მათი ინდუსტრიული ტრაექტორია ითვალისწინებს.

„გაყიდვების, ბუღალტერიის, HR-სა და IT-ის, აგრეთვე კონსულტაციის სფეროში ვაკანსიების დეფიციტის გამო, საფრანგეთში 2026 წლისთვის იურიდიულ, კვლევისა და განვითარების სფეროში 100 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის დეფიციტია ChatGPT-მდელ პერიოდთან შედარებით", - ამბობს ორელიენ დიუტუა. ამ მხრივ შევედეთსა და გერმანიაში არსებული სიტუაცია ძალიან ჰგავს საფრანგეთის მდგომარეობას. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს „თეთრსაყელოიანთა" შრომის ბაზარზე.

შრომის ბაზარზე ცვლილებების ტემპი განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით: კომპანიების ავტომატიზაციის დანერგვის სიჩქარით, ახალი ამოცანებისა და პროფესიების გაჩენით (ან არარსებობით); მოთხოვნილებით, რომელიც წარმოიქმნება (ან არ წარმოიქმნება) გაზრდილი წარმოების გამო და ბოლოს, საერთო ეკონომიკური კონიუნქტურით. მთავარია, მუშაკებს მივცეთ ადაპტაციის და უეცარი შოკის თავიდან აცილების შესაძლებლობა.

 

წყარო: 

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ