სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმ
„მე ხომ არ ვარ მონაზონი, ბერი, რომ იგივე მომეთხოვებოდეს, რაც მონაზვნებს – ისეთივე სულიერი მხურვალება, სწრაფვა. მე ხომ ერისკაცი ვარ, განა შეიძლება იგივე მომეთხოვებოდეს?!“ როდესაც ადამიანი ასე დაჟინებით მოითხოვს, მისი შინაგანი სულიერი სამყარო არაფერმა შეაწუხოს, არანაირი სულიერი ღვაწლი, ვალდებულება არ იტვირთოს, მაშინ ის ძალიან ემსგავსება ამ ღადარინელებს, რომლებმაც სთხოვეს უფალს, მოშორებოდა მათ ქალაქს.