ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
GE EN RU
საეკლესიო კალენდარი: 29 მაისი 28.05.2022 23:48
საქართელოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 მაისს ღირსი თეოდორე განწმედილის, მღვდელმოწამისა ალექსანდრე იერუსალიმელი ეპისკოპოსის, მოწამეების: ვიტეს, მოდესტიოსის და კრისკენტიას, ნეტარისა მუზა ქალწულის, გიორგი II-ს, მიტილენელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

 ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

თეოდორე განწმედილი

ღირსი თეოდორე განწმენდილი ქრისტეს შობიდან 368 წელს ეგვიპტეში დაიბადა მისი მშობლები მდიდარი და ცნობილი ქრისტიანები იყვნენ, რამაც თეოდორეში სულ პატარაობიდანვე გააღვიძა ბერობის სურვილი. 14 წლის თეოდორემ სახლიდან გაპარვის შემდეგ ერთ-ერთ მონასტერში განაგრძო ცხოვრება. მოგვიანებით იგი ღირსი მამა პახუმის შესახებ შეიტყობ და მასთან წავიდა.   ღირსი პახუმის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა თეოდორე განაგებდა ტაბენისის მონასტერს, შემდეგ კი სათავეში ჩაუდგა თებოდის ყველა სავანეს. ღირს მამას სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. 368 წელს იგი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ