ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
GE EN RU
რუსეთის პატრიარქი განცხადებას ავრცელებს 29.05.2022 16:42

რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ მას ესმის უკრაინაში მის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის მიერ მოსკოვთან კავშირების გაწყვეტაზე მიღებული გადაწყვეტილება. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

„ჩვენ სრულად გვესმის, როგორ იტანჯება დღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენ გვესმის, რომ მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ და ეპისკოპატმა დღეს, რაც შეიძლება ბრძნულად უნდა იმოქმედონ, რათა არ გაართულონ თავიანთი მრევლის ცხოვრება“, - განაცხადა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა მოსკოვში, მაცხოვრის საკათედრო ტაძარში.

პატრიარქმა კირილმა დასძინა, რომ „ბოროტ სულებს“ სურდათ რუსეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ხალხის გაყოფა, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.

ცნობისთვის, 27 მაისს უკრაინაში, მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იყო, უკრაინაში მისი შეჭრის გამო, რუსეთთან სულიერი კავშირებს გაწყვეტის შესახებ განაცხადა. აღნიშნული ისტორიული ნაბიჯით, უკრაინაში მოქმედმა მოსკოვის საპატრიარქომ "სრული დამოუკიდებლობა" გამოაცხადა რუსეთის სასულიერო ხელისუფლებისგან. შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქომ განაცხადა, რომ რუსეთის პატრიარქ კირილის ერთგულებად რჩებიან, რომელიც სრულად უჭერდა მხარს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ