სულთმოფენობა – მადლის დღე, რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესასწაულის შესახებ და რა ტრადიცია არსებობს ამ დღესთან დაკავშირებით.
ეს დღე არის ეკლესიის დაბადების დღე, სწორედ ამ დღეს გარდამოვიდა მოციქულებზე სულიწმიდა და დაარსდა ქრისტეს ეკლესია.
სულმოფენობამ შეცვალა კაცობრიობა. საოცარია, მაშინ როდესაც მოციქულები შიშით იმალებოდნენ, ჯვარზეც კი მხოლოდ ერთი მოციქული იყო, სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულები აივსნენ მადლით, გახდნენ უშიშარნი და მსოფლიო მოინადირეს…
აღდგომიდან 50 – ე დღეს, დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმიდის მადლი ქრისტეს დედაზე და 120 მოწაფეზე გადმოვიდა, უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია.
სულფმოფენობის ერთერთი ტრადიციაა ყვავილების კურთხევა..
ამ დღეს ტაძარს ყვავილებით, მწვანე მინდვრის მასით რთავენ, წირვის შემდეგ იკურთხება ეს ყვავილები. ტაძრის მწვანედ შემოსვის ტრადიცია ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს, კარვობის დღესასწაულზე ისრაელიანები თავიანთ სახლებს ყვავილებითა და ბალახით რთავდნენ. ეს ბალახები, ყვავილები ერთი კვირის შემდეგ მიაქვთ სახლში და წელიწადის განმავლობაში იყენებენ როგორც სიწმინდეს, ხარშავენ და სვავენ…