ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
GE EN RU
,,საქართველო ახლა გზაგასაყარზე დგას, აირჩიოს ეშმაკი ან ღვთის გზა'' - მეუფე სპირიდონი 26.06.2022 19:25

სხალთელმა ეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა წირვის შემდეგ ქადაგებისას საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ახლა გზაგასაყარზე დგას, აირჩიოს ეშმაკი ან ღვთის გზა

საქართველოს უდგას გზაგასაყარი მომენტი. უნდა ავირჩიოთ, ეშმაკის მხარე დავიჭიროთ თუ ღვთის. ევროკავშირი თუ რაღაცა ჯანდაბა ჰქვია, გვეუბნება, თუ გინდა, ჩემთან მოხვიდეო, მაშინ უნდა იყო ჰომოსექსუალისტიო, გარყვნილი უნდა იყო და ყველანაირ გარყვნილებას შენს ქვეყანაში მწვანე უნდა მისცეო. ამას ამბობენ პირდაპირ, არც მალავენ. გამოდიან ევროპარლამენტარები და ამბობენ, საქართველოში ჰომოსექსუალიტობა არ არისო, ებრძვიან ჰომოსექსუალისტებსო და ამიტომ ჩვენ მაგათ არ მივიღებთ ჩვენთანო, ფუი ეშმაკს, ჯვარი აქაურობას. ჩვენს თავში უნდა გადავწყვიტოთ, ღმერთთან ვართ თუ ეშმაკთან. ამიტომ ეშმაკის ბრახა-ბრუხმა არ უნდა შეგვაშინოს“, - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ