Warning: file_get_contents(): SSL: Connection reset by peer in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 126

Warning: file_get_contents(https://nbg.gov.ge/gw/api/ct/monetarypolicy/currencies/ka/json?date=2026-07-02): Failed to open stream: HTTP request failed! in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 126

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: foreach() argument must be of type array|object, null given in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 128

Warning: Undefined variable $usd in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 140

Warning: Undefined variable $eur in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/index.php on line 141
Geotimes - სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი – მსოფლიო ჩემპიონატზე კაბო ვერდეს ვგულშემატკივრობ, კიევის უნივერსიტეტში ყურებამდე ვიყავი შეყვარებული ულამაზეს კაბო ვერდელ სტუდენტზე, თუ გავარდა, გადავერთვები ნიდერლანდებზე 26.06.2026 13:27

ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მე თავიდანვე ვგულშემატკივრობ კაბო ვერდეს ნაკრებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყოველთვის სუსტის მხარეს ვარ და მეორე მიზეზი ისაა, რომ კიევის უნივერსიტეტის პირველ კურსზე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული ულამაზეს კაბო ვერდელ სტუდენტზე, რომელსაც ერქვა ანტუანეტა ლოპესი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, კაბო ვერდეს ჩემპიონატიდან გასვლის შემთხვევაში, ნიდერლანდების გულშემატკივრობაზე გადაერთვება.

 

„მთელი წელი, სანამ საბჭოთა ჯარში გამიწვევდნენ ორი წლით, ერთ მერხზე ვისხედით კიევის უნივერსიტეტის ლეგენდარულ კორპუსში და ხელჩაკიდებული დავდიოდით კიევის ქუჩებში, ძალიან ლამაზ პარკებში, კინოებში.

 

საერთოდ ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ბევრი კაბო ვერდელი იყო და ისინი სხვა აფრიკელებისგან განსხვავებით გამოირჩეოდნენ კარგი სწავლით. საერთოდ ძალიან თბილი და მეგობრული ხალხია (ნამყოფი ვარ კუნძულებზე). კაბო ვერდე ტერიტორიულად კულტურულად და რასობრივად უფრო ახლოა ევროპასთან, ვიდრე აფრიკასთან.

 

ნუ, თუ კაბო ვერდე გავარდა მაშინ გადავერთვები ჩემი უსაყვარლესი ნიდერლანდების გულშემატკივრობაზე და იქნებ ჩემპიონატიც მოვიგოთ", - წერს სააკშვილი.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ