კვირა, 22 ნოემბერი, 2026
GE EN RU
გენადი არველაძის ვიზიტი პოლონეთში - შეხვედრა ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის 22.11.2026 15:19

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილეს, დენ ბაიერსს შეხვდა

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილეს, დენ ბაიერს, 19 ნოემბერს, პარტნიორობის ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის (P-TEC) მე-7 მინისტერიალის ფარგლებში, შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკული პროექტები, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგეტიკული დერეფანი. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს აქვს ევროკომისიის ორმხრივი ინტერესების პროექტის სტატუსი.

 

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე.

 

გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს განახლებადი ენერგიის განვითარების მიმართულებით.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონული დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ