სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
"მიუხედავად ოპოზიციის აქციებისა, ქვეყანაში არანაირი არც პოლიტიკური და მით უმეტეს, ეკონომიკური კრიზისი არ არის" 12.12.2019 16:52

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მაშინ, როდესაც ნაციონალურ მოძრაობა, ევროსაქები და მათთან აფილირებული ოპოფლანგი ჯიუტად აგრძელებს ლამის იდეა ფიქსად ქცეულ პიკეტირებას, და არც რადიკალურ ქმედებებს არ ერიდება, რასაც პარლამენტში დღევანდელი ინციდენტიც მოწმობს, ამასობაში ლარი აგრძელებს გამყარებას. მარტო დეკემბერში ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 10 თეთრით ანუ 3 %-ით გამყარდა და დღეს დილით ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში 2.86 იან ნიშნულამდე დაიწია, რაც ივნისის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც გაუფასურების ტრენდი დაიწყო, ყველაზე დაბალი ნიშნულია.

 

ბოლო პერიოდის დინამიკა აჩვენებს, რომ ლარი მყარდება როგორც გაუმჯობესებული ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების, ასევე გარკვეულწილად წისასაახალწლო ფაქტორის გამოც.

 

ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებიდან უნდა გამოიყოს ოქტომბერში ზრდის მაღალი 5.7 % იანი მაჩვენებელი და შემცირებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ამასთან, ექსპორტის ზრდის ისედაც დადებით ტენდენციას დაემატა მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციების 14 % იანი ზრდა, რაც მეორე კვარტალთან შედარებით, გაორმაგებულია და 417 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.ინვესტიციების ზრდა განსაკუთრებით შთამბეჭდავია აჭარაში, სადაც 43 % იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც ნიშანდობლივია, ინვესტიციების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეინვესტირების მაჩვენებელმა, რაც გასული სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო გასული წლის დონეს ორჯერაც კი აღემატება. რეინვესტირებული თანხა იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებმა მოგება კი არ გაიტანეს, არამედ დატოვეს ქართულ ეკონომიკაში, რაც ქვეყნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე მიუთითებს.

 

ლარის გამყარებაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახა ფისკალური მდგრადობაც და გეგმიურთან შედარებით, 130 მილიონი ლარით გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლები.


მიმაჩნია, რომ ლარის გამყარებაზე აშკარად დადებითად იმოქმედა სექტემბრიდან მოყოლებული, სებ ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ და უცხოურ ვალუტაში მიზუდულ სახსრებზე დარეზერვების განაკვეთის შემცირებამაც, რამაც ბაზარზე 700 მლნ დოლარამდე მასის გამოსვლას შეუწყო ხელი. ცალკეა აღსანიშნავი მთავრობის ახალი ბიზნეს კომუნიკაციის სტრატეგიის ეფექტურობა.

 

სხვა ფაქტორებიდან პირველ რიგში უნდა გამოიყოს წინასაახალწლო მომენტიც. ლარის გამყარებაზე ტრადიციულად პოზიტიურად აისახა დეკემბრის ეფექტიც. როდესაც იურიდიული პირები და პირველ რიგში იმპორტიორები უკვე ნოემბრის ბოლოს რიცხავენ უცხოურ ვალუტას დეკემბერში წინასაახალწლოდ საქონლის შემოსატანად, ანუ ძირითადი მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, მათ შორის საგარეო ვალების მონსახურების ნაწილიც ნოემბერზე მოდის.

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ დეკემბერში, ისედაც იზრდება უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა, ხოლო მათ ვისაც დანაზოგები აქვს უცხოურ ვალუტაში იწყებენ ლარის შესყიდვას საახალწლო პროდუქციის შესაძენად, ლარის გამყარება დეკემბერშიც გაგრძელდება.

 

ლარის გამყარება და ინვესტიციების ზრდა აჩვენებს, რომ მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან გაგრძელებული საპროტესტო აქციებისა, ქვეყანაში არანაირი არც პოლიტიკური და მით უმეტეს ეკონომიკური კრიზისი არ არის, რაც ევრონესტის საპარალამეტო ანსამბლეაზეც დადასტურდა, როდესაც ქართულ ოპოზიციას ჩაუვარდა პროექტი ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით." - წერს ცუცქირიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ