პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ქონების სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია - აგარაკები გამოიტანა 24.12.2019 00:48

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ქონების სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია - აგარაკები გამოიტანა. რეზიდენციის (13 შენობა-ნაგებობა და მიწა 89,978 მ²), საწყისი ღირებულებაა  ₾ 55,711,500 ( შეაფასა სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ). მყიდველი ვალდებულია  36 თვეში ააშენოს სასტუმრო ან საცხოვრებელი კომპლექსი.  არსებულის დემონტაჟის უფლება აქვს. მოეთხოვება > ₾20 მლნ ინვესტირება. 


ახალი შეთავაზებით გამარტივებულია გაყიდვა, გამზადებული საინვესტიციო პაკეტებით, მათ შორის უძრავი ქონების  განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. იურიდიული ნაწილი  მოგვარებულია: შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება... აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის ამოცანაა  2 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა და 200 მლნ ინვესტიციის მოზიდვა. 100 შეთავაზებიანი სააუქციონო ნუსხა მუდმივად განახლებადია.  მოიცავს  სახელმწიფოს საკუთრებაში უძრავ ქონებას,. თბილისაა და რეგიონებში (სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები...).

 

 

 (GBC)

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ