29.06.2021 21:39
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგის XXI გრანდიოზულ, საზეიმო ცერემონიალზე, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ეპოქის თანამედროვე გმირობის, თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის დაჯილდოვდა.
"დიდი პატივით მინდა, ჯილდო გადავცე ადამიანს, რომელმაც ეს ღირსეულად დაიმსახურა. მან შეუპოვრად ებრძოლა კოვიდ - პანდემიას. ის დღეს და ღამეს ასწორებდა, არაერთი სირთულე გაირა და ბევრი სიცოცხლე გამოსტაცა ხელიდან სიკვდილს. ლევან რატიანი თანამედროვე გმირია და ჩვენ დიდი პატივით ვაჯილდოვებთ მას", - განაცხადა მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტმა - მალხაზ გულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე, წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდნენ. წლის გამარჯვებული კომპანია "არემჯი", ხოლო წლის ინვესტორი კოპმანია "სოკარი" გახდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge