30.06.2021 13:26
ბიზნეს რეიტინგის დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო იმით, რომ დღეს, ადამიანები დაჯილდოვდნენ, არამედ იმითაც, რომ ამით ადამიანებში იქმნება რწმენა, - ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა წარმატებით მიდის წინ და დიდი ნაბიჯებით ვითარდება. სწორედ ასეთი ღონისძიებები ეხმარება ბიზნესს, რომ გამარჯვების რწმენა ჰქონდეს.
„ვულოცავ „არემჯი“ ჯგუფს გამარჯვებას. ეს კომპანია ნამდვილად არის სოციალური პასუხისმგებლობის სტრუქტურა, საწარმო. მან შეუძლებელი შეძლო, დაიწყო საბადოების მოწესრიგება. მათი სამუშაოები თანდათან ჯდება სახელმწიფო და ევროპულ სტანდარტებში, რომელიც, გარემოს დაცვის ღონისძიებებს ეხება. ეს სოციალური პასუხისმგებლობა ვრცელდება სოფლის მეურნეობაზე და ქვეყნის ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს.
მრავალი წლის განმავლობაში, ამ ღონისძიებაში, კომპანიების გამარჯვებამ, შექმნა ადამიანებში განცდა, რომ მათი შრომა უბრალოდ არ იხარჯება. დღეს, ვხედავთ უამრავ წარმატების მაგალითს და გვიჩნდება განცდა, რომ თუ ეს ამ ახალგაზრდებს გამოუვიდათ, სხვებიც შეძლებენ,“- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის გრანდიოზული, საზეიმო ცერემონიალი, წელს უკვე ოცდამეერთედ გაიმართა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი, კომპანია „არემჯი“ გახდა.
კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით კი, წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიად „სოკარი“ დასახელდა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge