სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრისგან დაზარალებულ 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 07.02.2023 17:59

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრისგან დაზარალებულ 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 549-მდე გაიზარდა, სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში კი 13 მილიონმდე ადამიანი ცხოვრობს.

 

„თურქეთი არა მხოლოდ თავისი ისტორიის, არამედ მსოფლიო ისტორიის უდიდესი კატასტროფის წინაშეა. გადაუდებელი დახმარებისა და დამხმარე საქმიანობებისთვის, პირველ რიგში, ჩვენი ინსტიტუტების განკარგულებაში გამოვყავით 100 მილიარდი ლირის რესურსი. ამჟამად ჩვენი 53,317 სამძებრო-სამაშველო ოფიცერი და დამხმარე პერსონალი მუშაობს ნანგრევების ზონაში. რიცხვი ყოველ საათში იზრდება, ჯგუფებით თურქეთიდან და საზღვარგარეთიდან. ჩვენი ჟანდარმერია მუშაობს კატასტროფის ზონაში თავისი ათასობით პერსონალით, ასევე 26 სატვირთო თვითმფრინავით, ჩვენი სანაპირო დაცვის სარდლობა თავისი გემებითა და ნავებით“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრისას დაშავებულთა რაოდენობა ქვეყნის ათ პროვინციაში 21 103-ს შეადგენს. ამ ეტაპზე თავშესაფარშია გადაყვანილი 380 500-მდე დაზარალებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ