03.07.2026 18:48
სომხური მედიის ცნობით, სომხეთის ეროვნულმა კრებამ მეორე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი სომხეთის მოქალაქეებისთვის არჩევნებზე ხმის უფლებას ზღუდავს.
კანონის თანახმად, ხმის მიცემის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არჩევნებამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში სომხეთში უწყვეტად ერთ წელზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ. ორწლიანი პერიოდი აითვლება არჩევნებამდე 48 დღით ადრე, ხოლო რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში - 28 დღით ადრე.
გამონაკლისი დაშვებული იქნება მათთვის, ვინც ოფიციალურ მივლინებაში ან სწავლის მიზნით იმყოფებოდა საზღვარგარეთ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს, თუმცა კანონის მისაღებად საკმარისი იყო მმართველი პარტიის დეპუტატთა 63 ხმა.
ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთი" კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
ამასთან, კანონი გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათი შეფასებით, ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არაპროპორციულად ზღუდავს ხმის მიცემის უფლებას, არღვევს მოქალაქეთა პოლიტიკურ უფლებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს.
ავტორ(ებ)ი :