Deutsche Welle: ვაშინგტონში, ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა 28.07.2026 20:51

 

ვაშინგტონში, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

„ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა", - იტყობინება სააგენტო Reuters-ი და დასძენს, რომ უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში დაახლოებით ერთი საათი იმყოფებოდა.

უფრო ადრე, ამერიკის სახელმწიფოს მეთაურთან საუბრის თემების კომენტირებისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო-სარაკეტო თავდაცვა და უკრაინისა და ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობა „მთავარ პრიორიტეტად" დაასახელა.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ