24.08.2026 16:48
ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებით €6.1 მილიარდის შესყიდვები დაამტკიცა.
პაკეტში შედის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები, რაკეტები, საბრძოლო მასალა და რადარები.
ახალი დაფინანსება უკრაინისთვის შექმნილი €90-მილიარდიანი Ukraine Support Loan-ის ფარგლებში გაიცემა. ევროკომისიის განცხადებით, შესყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიისგან განხორციელდება და ეს თანხა მანამდე უკვე დაგეგმილ სამხედრო შესყიდვებს ემატება.
ავტორ(ებ)ი :