კვირა, 20 სექტემბერი, 2026
GE EN RU
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პერიოდში განხორციელებულ „კიბერშეტევებში“ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს 20.09.2026 20:20

 

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად მიმდინარეობს, მიუხედავად „კიბერშეტევებისა".

სახელმწიფო სააგენტო „ტასის" ცნობით, ელა პამფილოვამ აღნიშნა, რომ ელექტრონული კენჭისყრის სისტემაზე განხორციელებული თავდასხმები ძირითადად საზღვარგარეთიდან - მათ შორის უკრაინიდან და დიდი ბრიტანეთიდან - მომდინარეობდა.

პამფილოვას თქმით, წარმატებით აღიკვეთა „საარჩევნო რესურსებზე მიმართული 100 მილიონზე მეტი პოტენციურად მავნე თავდასხმა".

შეგახსენებთ, რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და დღეს დასრულდება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ