21.09.2026 09:11
საარჩევნო ბიულეტენების 82.19%-ის დათვლის შემდეგ, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ედინაია რასია" ხმების 57.76%-ით ლიდერობს.
„კომუნისტური პარტია" მეორე ადგილზე გავიდა ხმების 13.89%-ით. რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 8.77% მიიღო, ხოლო „ახალმა ხალხმა" კი - 7.97%. პარტია „სამართლიანი რუსეთი" მეხუთე ადგილზეა 4.99%-ით, რაც 5%-იან ბარიერს ოდნავ ჩამორჩება.
ცნობისთვის, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 18-20 სექტემბერს გაიმართა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 56%-ზე მეტი შეადგინა.
საპარლამენტო არჩევნებში სულ ათი პარტია მონაწილეობდა. რუსეთის პარლამენტში 450 ადგილია. ნახევარს პროპორციული წესით, დანარჩენს კი, ერთმანდატიანი ოლქებიდან ირჩევენ. პარლამენტში მოსახვედრად ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვაა საჭირო.
ავტორ(ებ)ი :