21.09.2026 22:19
„უკრაინის ომი მსოფლიოში ყველაზე რთული კონფლიქტია, თუმცა მისი მოგვარება მხოლოდ დროის საკითხია," - ამის შესახებ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს რთული მოსაგვარებელია. ვფიქრობ თუ არა, რომ ეს საბოლოოდ მოგვარდება? დიახ. უბრალოდ, ეს დროის საკითხია", - განაცხადა ვენსმა და დასძინა, რომ ის აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გარკვეულ პროგრესს ელის.
ამასთან, ვენსის თქმით, თეთრი სახლის ლიდერი თავის უკრაინელ კოლეგას 22 ან 23 სექტემბერს შეხვდება.
ავტორ(ებ)ი :