სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
GE EN RU
რუსეთ-უკრაინის შეთანხმებას იმაზე სწრაფად მივაღწევთ, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია - ტრამპი 22.09.2026 20:39

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

ტრამპის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მჭიდრო მუშაობა ორივე ქვეყნის ლიდერებთან კონფლიქტის სწრაფად გადასაჭრელად. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ბრძოლის ველზე არსებულ კატასტროფულ დანაკარგებზე და აღნიშნა, რომ ყოველთვიურად ათასობით ჯარისკაცი იღუპება. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას, სენატორ ლინდსი გრემის პატივსაცემად, ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ ახალ კანონს, რომელიც მას უზარმაზარ სატარიფო უფლებამოსილებებს ანიჭებს და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოყენებასაც გეგმავს.

 

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. ეს მოხდება, ვფიქრობ, იმაზე სწრაფად, ვიდრე ხალხს ჰგონია.

 

ვაგრძელებთ რუსეთსა და უკრაინას შორის კატასტროფული ომის დასრულების გზების ძიებას, რომელიც, როგორც აღვნიშნე, ყოველთვიურად ათასობით და ათასობით ადამიანს კლავს. გასულ კვირას, სენატორ ლინდსი გრემის პატივსაცემად, ხელი მოვაწერე კონგრესის მიერ მიღებულ ახალ ძლიერ კანონს, რომელიც უზარმაზარ ახალ სატარიფო უფლებამოსილებებს მანიჭებს და, თუ საჭირო გახდა, მომიწევს მათი გამოყენება. დროა, მკვლელობები შეწყდეს",- განაცხადა ტრამპმა.

გარდა ამისა, ტრამპმა ხაზი გაუსვა პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ გაწეული სამუშაოსა და ძალისხმევას, რომლის ფარგლებშიც მრავალი დევნილი უკრაინელი და რუსი ბავშვი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდა.

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ