ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ვოლოდიმირ ზელენსკი – გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისასაც კი, როცა უკრაინის ბევრ რეგიონში საჰაერო განგაშია, რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების გაუქმების შესახებ სიგნალები თვითდამანგრევლად გამოიყურება 23.09.2026 00:03

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ნიუ იორკში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას სანქციების საკითხი განიხილა.

 

როგორც შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, ორი რუსი ოლიგარქისთვის - ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნის შესახებ სიგნალები საზიანო და კონტრპროდუქტიულია.

 

„მაშინ, როდესაც რუსეთი ჩვენს ხალხზე სასტიკ დარტყმებს ახორციელებს და ახლაც კი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას, ბევრ რეგიონში დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამო საჰაერო განგაშები გრძელდება, ცალკეული რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების გაუქმების შესახებ სიგნალები თვითდამანგრევლად და კონტრპროდუქტიულად გამოიყურება", - აღნიშნავს ზელენსკი.

 

მისივე თქმით, ომები მთავრდება გადაწყვეტილებითა და ძალით და არა აგრესორთან დაახლოებული პირებისთვის დათმობებით.

 

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სანქციების სიებში დამატებითი რუსი პირების შეყვანაზე მუშაობისთვის მზადყოფნისთვის.

 

ასევე, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკომისიის ხელმძღვანელთან განიხილა, როგორ უნდა უზრუნველყონ უკრაინის ფინანსური მდგრადობა როგორც მიმდინარე, ასევე მომავალ წელს.

 

„მადლიერი ვართ ევროკავშირის გადაწყვეტილების გამო 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხთან დაკავშირებით და უკრაინა ასრულებს სესხით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რათა ბიუჯეტის დეფიციტი მაქსიმალურად დაფაროს. შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები ასევე იმუშავებენ ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სხვა გზებზე", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ