ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ნიუ იორკში მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს 23.09.2026 18:01

 

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მოლაპარაკებები შესავალი განცხადებების გარეშე დაიწყო და დახურულ ფორმატში გრძელდება.

როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჯიევი, გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია, ჩრდილოატლანტიკური მიმართულების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ გუსაროვი, საგარეო პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი ალექსეი დრობინინი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ