ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ნატო-ში აშშ-ის ელჩი – ევროპა ჩვენი პრიორიტეტების სიაში მეოთხე ადგილზეა 23.09.2026 20:29

 

ნატო-ში აშშ-ის ელჩის, მეთიუ უიტაკერის თქმით, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიის მიხედვით, ევროპა ამერიკის ეროვნულ პრიორიტეტებს შორის, მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს. ამის შესახებ მან აშშ-ში, ნატო-ს მომავალთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

უიტაკერის თქმით, აშშ-ს წამყვანი როლი აქვს ნატოში და შესაბამისად გამოყოფს თანხებსაც. თუმცა, ის მოკავშირეებს მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ აშშ-ს ეროვნულ სტრატეგიას.

„ეს ფუნდამენტური დოკუმენტები, განსაზღვრავს ჩვენ ფილოსოფიას. ამ დროისთვის ეს ფილოსოფია არის ის, რომ ჩვენი სამშობლო პირველ ადგილზეა. მეორეზე - ჩვენი , დასავლეთ ნახევარსფერო. მესამეზე  - წყნარი ოკეანის რეგიონი, მეოთხეზე კი - ევროპამ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აშშ უარს ამბობს ევროპაზე. ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ ევროპელებს, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ უკან არ ვიხევთ, მათ გადადგან ნაბიჯი წინ. დაგვეწიონ და შეგვხვდნენ იქ, სადაც საჭიროა რომ ყველანი ვიყოთ", - განაცხადა უიტაკერმა.

აშშ-ს წარმომადგენელი  ასევე აღნიშნავს, რომ მომავალი გლობალური კონფლიქტის შემთხვევაში, ჩინეთის ქმედებები წყნარი ოკეანის რეგიონში, შეიძლება დაემთხვეს რუსეთის მოქმედებებს ევროპაში, განსაკუთრებით მათ, რომლებიც მიზნად ისახავს აშშ-ს კონტინგენტის დაბლოკვას ევროპის კონტინენტზე.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ