23.09.2026 22:14
ნებისმიერი ფორმატით მოლაპარაკებების პერიოდში, ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში პაუზას არ გამოვაცხადებთ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ევროპას სწორედ ეს სურს, მარტივი მიზნით, რომ უკრაინულ რეჟიმს ამოსუნთქვის საშუალება მისცეს და მისი გამოფიტული სამხედრო არსენალები შეავსებინოს“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, რათა უკრაინაში „სამართლიანი მშვიდობის“ მიღწევას ხელი შეუწყოს.
ცნობისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოში განცხადების გაკეთებამდე სერგეი ლავროვი ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ რუბიომ განაცხადა, რუსეთმა და უკრაინამაც გამოხატეს „ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, რაც მოიცავს მარცვლეულსა და ენერგეტიკას“.