შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
GE EN RU
მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა 25.09.2026 21:50

 

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ბელარუსის მხარის ინიციატივით გაიმართა.

უწყების ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნისათვის პრიორიტეტულ საკითხებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ